მილან რადინმა ''დინამო'' ბათუმი დატოვა

17 დეკემბერი 2022, 19:07 1977 ნახვა

''დინამო'' ბათუმი სერბმა ნახევარმცველმა მილან რადინმა დატოვა. 31 წლის რადინი კარიერას სამშობლოში ''ბაჩკა ტოპოლაში'' გააგრძელებს. კლუბმა ფეხბურთელი უკვე წარადგინა.

მილან რადინი ბათუმურ კლუბის სეზონის დასაწყისში შეუერთდა და ამ ხნის განმავლობაში ეროვნულ ლიგაში 28 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა იყო.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმური კლუბი კიდევ ერთმა ნახევრამცველმა ბენჟამინ ტეიდიმ დატოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში