სოფელ იაკობაძეებში სახლი დაიწვა

16 დეკემბერი 2022, 17:44 706 ნახვა

ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის მეორე სართული მთლიანად დაიწვა ხულოში სოფელ იაკობაძეებში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. იაკობაძეების მრავალწევრიანი ოჯახი ამჟამად თავს მეზობელთან აფარებს, ვინაიდან ორსართულიანი სახლის მეორე სართული მთლიანად დაიწვა, გადარჩენილი ნაწილი კი საცხოვრებლად გამოუსადეგარია,განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთებიც. ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება ოჯახის კომპენსირების საკითხი, დაზარალებულების მდგომარეობას სპეციალური სამთავრობო კომისია შეისწავლის.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი