ბათუმში საახალწლო განათებებისა და კონსტრუქციების მონტაჟი გოგებაშვილის, ბაქოს, რუსთაველისა და გორგილაძის ქუჩებზე დასრულებულია. წელს ზღვისპირა ქალაქში ახალი წლის მთავარი ატრიბუტი-ნაძვის ხე ახალი დაიდგმება. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, 25 დეკემბერს ევროპის მოედანზე საზეიმოდ აინთება. საახალწლო სამზადისთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში შეხვედრა გაიმართა. საახალწლო ღონისძიებების ცენტრალური ლოკაცია ბათუმში ევროპის მოედანი იქნება. რაც შეეხება ღონისძიებებს 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით არის გაწერილი საახალწლო პროგრამა. გალა კონცერტები კი 25 და 31 დეკემბერ, ასევე 7 იანვარს იქნება. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, ბავშვთა გასართობი პროგრამები. მოწვეულები არიან ადგილობრივი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები. ქალაქში იმოძრავებს საახალწლო ქარავანიც.