საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესების გარდა ევროკომისიის რეკომენდაციაა ასევე დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
უკვე 5 დღეა ომბუდსმენის აპარატს მოვალეობის შემსრულებელი მართავს, პარლამენტში კანდიდატების მოსმენაც დასრულებულია, თუმცა პოლიტიკოსები ვერ შეთანხმდნენ ერთიან კანდიდატზე.
უკვე ცნობილია, რომ დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ოპონენტებს ქართული ოცნება მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს გააცნობს.