მთვარის ირგვლივ ნასა-ს მისია წარმატებით დასრულდა

12 დეკემბერი 2022, 10:21 539 ნახვა

მთვარის ირგვლივ მისია არტემის-პირველის  25-დღიანი უეკიპაჟო საცდელი ფრენა წარმატებით დასრულდა და ნასას ორიონის კოსმოსური ხომალდი ოკეანეში წარმატებით ჩაეშვა.

მეცნიერების შეფასებით, მისიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საშიში ეტაპი სწორედ ხომალდის დაშვება იყო. ნასას ინფორმაციით, კაფსულა ახლა წყნარ ოკეანეში იშლება. პროცესი, ისევე, როგორც მთლიანი მისია, ამოწმებს იმას, თუ რამდენად მზად არის ორიონის კოსმოსური ხომალდი ასტრონავტების გასაფრენად.

არტემის პირველის  მისიის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ნასა ფრენის დროს შეგროვებულ მონაცემებს შეისწავლის და შეეცდება, აირჩიოს ეკიპაჟი არტემის მეორის მისიისთვის, რომელიც 2024 წელს აფრინდება. იგი მიზნად ისახავს ასტრონავტების  მთვარის ირგვლივ მოგზაურობას, თუმცა არ დაეშვება მის ზედაპირზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი