ტექ-კონფერენციის – „Touch Summit‘‘ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
ღონისძიების ფარგლებში ტექნოლოგიების სემინარები, პანელური დისკუსიები, ვორკშოფები და ნეთვორქინგ სესიები ჩატარდა.
კონფერენციის პრიორიტეტული მიმართულებები ტექნოლოგია, დიზაინი, ბიზნესი და მომავალი წარმოადგენდა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცათ წამყვანი უცხოური კომპანიების წარმომადგენლებისგან საჭირო ინფორმაცია მიეღოთ.