ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში ადამიანის უფლებების დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია განიხილეს.
შეხვედრას მესამე სექტორი, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, გაეროს წარმომადგენელი და მმართველი პარტიის დეპუტატები ესწრებოდნენ.
მსჯელობის მთავარი საგანი იყო ადამიანის უფლებების კუთხით მუშაობის გააქტიურება და შესაბამისი მექანიზმების გაძლიერება.