ადამიანის უფლებათა დაცვის დღე - პრემიერის განცხადება

10 დეკემბერი 2022, 15:01 516 ნახვა

1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. ეს თარიღი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში როგორც გარდამტეხი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, ამ დღეს ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი კუთვნილებისა და განსხვავებულობისა, აქვს თანდაყოლილი უფლებები და ყველა სახელმწიფო ვალდებულია, ამას პატივი სცეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი