პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მაჩვენებლებზე იმსჯელეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე.
აღინიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მესამე კვარტალში 745 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 2021 წლის მესამე მონაცემებზე ორჯერ მეტია.
ამასთან განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, იმსჯელეს პორტების, აეროპორტებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.