3 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეხვედრა გამართეს. ელენე ხოშტარიამ, გიორგი ვაშაძემ და ზურა ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იმსჯელეს. მათ მიაჩნიათ, რომ ახლა უმოქმედობა ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობაში თანამონაწილეობას ნიშნავს, აპირებენ დაივიწყონ მათი პოლიტიკური გემოვნებათა სხვაობა და ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანდნენ.
მათ დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერისგან მოისმინეს გეგმა, თუ რას აპირებენ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ყოფილი პრეზიდენტის გადასარჩენად. ისაუბრეს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე.