ქუთაისის ''ტორპედო'' საქართველოს დავით ყიფიანის თასის გამარჯვებულია

07 დეკემბერი 2022, 21:01 1980 ნახვა

ქუთაისის ''ტორპედო'' საქართველოს დავით ყიფიანის თასის 2022 წლის  გამარჯვებულია. ფინალური შეხვედრა ბათუმის სტადიონზე გაიმართა, სადაც ტიტულისთვის ''ტორპედო'' და თბილისის ''ლოკომოტივი-2'' იბრძოდნენ.

მატჩი ქუთაისური კლუბის გამარჯვებით 2-0 დასრულდა და ეს ტიტული ისტორიაში მეხუთედ მოიპოვეს.

პირველ ნახევარში მიუხედავად იმისა, რომ ''ტორპედო'' უპირატესობას ფლობდა, ფრედ 0-0 დასრულდა.

54-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთის შემდეგ ანგარიში კაბალიერომ გახსნა და იმერლები წინ გავიდნენ.
7 წუთში გიორგი ქიმაძემ კი შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა. 

გარდა ტიტულისა  ქუთისის ''ტორპედომ'' ამ მოგებით მომავალ ზაფხულში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასევე ''დინამო'' ბათუმი და გორის ''დილაც''  გამოვა.  ''დინამო'' თბილისი კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში