ხულოში სოფელ აგარაში მომავალ წელს ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. თვითმმართველობას ახალი სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობისთვის ტერიტორია უკვე შერჩეული აქვს. ამჟამად სოფელში ბაგაბაღი არ ფუნქციონირებს. პარალელურად მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ ყინჩაურში, სადაც თანამედროვე სტანდარტების შენობა მომავალ წელს შევა ექსპლუატაციაში. გაგრძელდება ასევე უკვე არსებული შენობების რეაბილიტაციაც. ხულოში ამჟამად 27 სკოლამდელი დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც 600 -მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ რომ სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა მომავალ წელსაც პრიორიტეტული იქნება.