პრემიერ-მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მარეკ შჩიგელს შეხვდა. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას შეეხო.
აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახორციელებს დაძაბულობის ესკალაციის პრევენციას და ხელს უწყობს ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას.