ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ნაწილს მიაჩნია, რომ შექმნილი ვითარებით სააკაშვილის პოლიტიკური განეიტრალება ხდება.
მმართველ გუნდში კი კვლავ აცხადებენ, რომ პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს ყველა ის მომსახურება უტარდება, რასაც საჭიროებს და სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.