ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციების შემდეგ დღეიდან პარლამენტში სამუშაო შეხვედრები იწყება, რომელზეც საარჩევნო კოდექსის შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობას იწყებენ. სამუშაო ჯგუფის წევრები პროექტში ცვლილებებს შეიტანენ და მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულ კომიტეტს მეორე მოსმენით დასამტკიცებლად წარუდგენენ.
სწორედ ხვალიდან იწყება პროექტის განხილვა საკომიტეტო ფორმატში. საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის ფორმა და შინაარსი მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესისთვის, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ბედს გადაწყვეტს.
დასკვნაში დადებითად არის შეფასებული რამდენიმე ცვლილება, თუმცა ამასთან საუბარია იმ ცვლილებებზეც, რომლებიც ავტორიტეტული ორგანიზაციების შეშფოთებასაც იწვევს.