ქართული კულტურის ცენტრის პროექტი პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს გააცნო

06 დეკემბერი 2022, 18:26 553 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარუდგინა. მთავრობის მეთაური ილია II-ს საპატრიარქოში ეწვია, წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარუდგინა და ცენტრის მშენებლობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ილია II-მ პრემიერ-მინისტრს ქართული კულტურის ცენტრის პროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი