ავარიული სახლების პროგრამა - მერიამ ტენდერი გამოაცხადა

06 დეკემბერი 2022, 15:09 6415 ნახვა

78 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს ბათუმში ავარიული სახლების ნაცვლად ახალი კორპუსების ასაშენებლად. ქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ახალი ნაგებობები იმ შენობებს ჩაანაცვლებს, რომლებიც ექსპერტიზით ყველაზე სავალალო მდგომარებაშია.  

ტენდერი 3 მისამართზე  გამოცხადდა: კახაბრის N30, ხიმშიაშვილის N94-96, ე.წ. ,,შანხაი’’-ის დასახლება -ა. ჩხაიძის ქ. №7-ში.

კორპუსებში სულ 751 ბინა იქნება, აქედან  500-მდე  იმ ოჯახებს გადაეცემა, რომლებიც ამავე მისამართზე ცხოვრობენ. დარჩენილი ბინები კი მერიის საბინაო ფონდიდან ავარიულ სახლებში მცხოვრებ სხვა ოჯახებზე განაწილდება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბინები სრული რემონტით ჩაბარდება. პროექტით ახალი სახლების ეზოების ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება.  განთავსება საბავშვო ატრაქციონები და  სპორტული მოედნები.

პროგრამის ფარგლებში დაწყებული ორი სახლის მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს, დღეს გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში დაგეგმილი მშენებლობები კი 2024 წელს დაიწყება.

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო პროგრამა იმ ოჯახების ბინებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომლებიც ბათუმში წლებია ავარიულ შენობებში ცხოვრობენ. ასეთი ამ დროისთვის 3 000-ზე მეტი ოჯახია.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი