მებრძოლების გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება

04 დეკემბერი 2022, 20:05 536 ნახვა

ბახმუტთან ბრძოლები გრძელდება. რუსეთისთვის როგორც ჩანს ეს მიმართულება სტრატეგიულია.

სამწუხაროდ, ბრძოლას გუშინ ერთდროულად ხუთი ქართველი მეომრის სიცოცხლე შეეწირა და მათი სხეულების ბრძოლის ველიდან გამოყვანაც კი ვერ ხერხდება, თუმცა ამაზე ოკუპანტთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. 

ალყაშია კიდევ სამი ქართველი მეომარი. ცნობილია ისიც, რომ ჯგუფის მეთაური, რომელიც ასევე ქართველია, დაჭრილია.

დღეს კი სპეცოპერაციის მონაწილეთა ნაწილი დაიჭრა, რომელიც ბიჭების გამოყვანას ცდილობდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი