მიხეილ სააკაშვილი კვლავ "ვივამედში" განაგრძობს მკურნალობას. მდგომარეობა, ოჯახის შეფასებით, მძიმეა.
ცოტა ხნის წინ ყოფილი პრეზიდენტი გიული ალასანიამ მოინახულა. ჟურნალისტებთან მან მცირე კომენტარი გააკეთა, სადაც თქვა რომ სიმპტომები უცვლელია - უმადობა, ტემპერატურა და სისუსტე, რაც მისი თქმით, უკვე დასმული რამდენიმე დიაგნოზის ფონზე, მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს.