დავით მსხალაძემ ევროპის ჩემპიონატზე აბსოლუტურ წონაში ვერცხლის მედალი მოიპოვა

04 დეკემბერი 2022, 14:41 630 ნახვა

ვარშავაში  კონტაქტურ კარატეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე აბსოლუტურ წონაში დავით მსხალაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალი გამოცდილ პოლონელთან დათმო და მეორე ადგილს დასჯერდა.

ბათუმელი დავით მსხალაძე პირველი ქართველია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე აბსოლუტურ წონაში ფინალში გასვლა მოახერხა.

დავითმა ვიცე-ჩემპიონის ტიტულთან ერთად  ტურნირის საუკეთესო მებრძოლის წოდებაც დაისაკუთრა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში