პირველი ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ჩავიდა. ვიაჩესლავ ვოლოდინი ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში ვერტმფრენით ჩაფრინდა, სადაც მას დე ფაქტო პარლამენტის ე.წ ლიდერი ლაშა აშუბა დახვდა. ოფიციალური შეხვედრის დაწყებამდე ყვავილებით შეამკეს ე.წ სამამულო ომში დაღუპული აფხაზი ხალხის მემორიალი, რის შემდეგაც ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს „სახალხო კრებისა“ და რუსეთის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას შორის. გავრცელებული ცნობით, ვიაჩესლავ ვოლოდინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიასაც შეხვდა.