მთის კანონით შესაძლოა მაჭახლის ხეობის კიდევ რამდენიმე სოფელმა ისარგებლოს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 6 სოფლისთვის, რომლებიც სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობას ითხოვენ, მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებას არ გამორიცხავს. ზურაბ პატარაძე ცვლილებებს ელოდება და იმედოვნებს, რომ რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და კანონმდებლების ერთობლივი ძალისხმევით, ადგილობრივებთან სასურველ შედეგს მიაღწევენ.