შეხვედრა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან

01 დეკემბერი 2022, 14:53 366 ნახვა

საქართველოს პრემიერი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურსაც შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა გენერალს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტებია.

საუბარი შეეხო აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით და აღინიშნა ქვეყნის წვლილი საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში