მოსახლეობა ინვესტორის წინააღმდეგ

15 მაისი 2016, 00:00 3992 ნახვა

დაბა მახუნცეთის მოსახლეობა ჩანჩქერის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას მოითხოს. დღეს ადგილობრივებმა მშენებლობის მიმდებარე ტერიტორია დაარბიეს, რის გამოც პოლიციამ ორი მოქალაქე დააკავა. მახუნცეთში მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ მესაკუთრეს უკანონოდ გაუყიდა. ადგილობრივების მტკიცებით, მიწის ნაკვეთი ზურაბ ხაბაძის საკუთრებაა. ტერიტორიაზე სამუშაოებს უკრაინელი ინვესტორის მიერ დაფუძნებული ფირმა შპს "ნივ ედელვეისი" აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენლის, მერაბ დიასამიძის განმარტებით, ათას 045 კვადრატული მიწის ფართობი, ეკონომიკის სამინისტროსგან გასულ წელს აუქციონით 20 ათას 450 დოლარად შეიძინა. 660 კვადრატზე ოთხ სართულიანი სასტუმროს მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს, სამუშაოებისათვის მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში