აქცია ხახულის ქუჩაზე, მოსახლეობა მოუწესრიგებელ გზებზე საუბრობს. მათი თქმით, მეორე შესახვევში გადაადგილება უამინდობისას სრულად პარალიზებულია. ირწმუნებიან, რომ მერიის შესაბამის სამსახურს არაერთხელ მიმართეს , თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ 2023 წლის ბიუჯეტში ერთი მილიონ 270 590 ლარი არის გათვალისწინებული ხახულის მეორე შესახვევის კეთილმოწყობისთვის.