თურქეთის ქართული შუახევი

29 ნოემბერი 2022, 19:34 4267 ნახვა

საუკუნოვანი ტრადიციები და  დღემდე შემონახული ქართული ენა თურქეთის ისტორიულ შუახევში. უძველესი ხეობა რამდენიმე  სოფელს აერთიანებს. მათ შორის, ვალიშს, რომელიც  დღემდე ძველ ქართულ სახელს ატარებს. სოფლის  მცხოვრებლები  განსაკუთრებით უფრთხილდებიან ყველაფერს რაც ქართულია და წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღეს.უფრო მეტიც, მათ გასამყარებლად სურვილი აქვთ ახლო კავშირი ჰქონდეთ გამოღმა საქართველოსთან. სწორედ ამ მიზნით პროექტით „იმოგზაურე როინ მალაყმაძესთან ერთად“ თურქეთის შუახევში აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის - შუახევის კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ჩავიდნენ. სახელდახელოდ გამართული  კონცერტი და  ქართული სტუმართ-მასპინძლობა  უძველეს ხეობაში - ნახეთ ირინე წუწუნავასა და მამუკა ცენტერაძის სიუჟეტი

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი