აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შუახევში FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი გახსნა. სტადიონი 500 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყო ხელოვნური საფარი, აშენდა შენობა სპორტსმენებისა და ადმინისტრაციისთვის. შუახევის ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობისთვის 2 მლნ ლარი დაიხარჯა.