ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა რომ მომავალ წელ სოციალური მიმართულებითაც იზრდება დახმარებები. კერძოდ, საუბარია სოციალურად დაუცველ ოჯახებზე. ოჯახი, თითო ბავშვზე დახმარების სახით ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს. თქვა, ისიც რომ საქართველოში, ბოლო ერთ წელიწადში, დაახლოებით, 100 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და, რომ უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდეა. ცნობილი ხდება , რომ 200 მლნ ლარი გამოიყოფა ტურიზმის მიმართულებით. ისაუბრა კულტურულ ღონისძიებებზეც და განაცხადა , რომ გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები - სტადიონებზეც და ასევე "ბლექ სი არენაზეც". ამ მიზნით მთავრობა გამოყოფს 70 მლნ ლარს.