დღეს საფეხბურთო კლუბი ''გონიო'' ეროვნული ლიგა 4-ის გადასასვლელ ფლეიოფში თბილისის ''გლდანს'' დაუპირისპირდება.
დღევანდელი მატჩი ბათუმში, ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას საფეხბურთო ბაზაზე 13:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. გამარჯვებული გუნდი ლიგა 4-ის საგზურს მოიპოვებს, ხოლო დამარცხებული ისევ რეგიონულ ლიგაში დარჩება.
''გონიომ'' რეგიონული ლიგის ''გ'' ჯგუფში 48 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ფლეიოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.