ლეგენდარული მოჭადრაკის გზა

27 ნოემბერი 2022, 20:05 1096 ნახვა

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ნონა გაფრინდაშვილი ამ ტიტულს უკვე მერვედ დაეუფლა და ის ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან სპორტსმენად რჩება. 

5 წლის იყო, როდესაც ჭადრაკის თამაში დაიწყო. ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი ხუთ ძმასთან ერთად  ჯერ ფეხბურთს თამაშობდა, შემდეგ კი ძმებმა ჭადრაკიც შეასწავლეს. ახლა 81 წლისაა, 11-ი საჭადრაკო ოლიმპიადისა და 5 გზის მსოფლიოს ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში.

საერთაშორისო დიდოსტატია ქალთა შორის და პირველი ქალი, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის.

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს გაოცებას არ წყვეტს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი