უნივერსიტეტის კორპუსი აუქციონზე

25 იანვარი 2017, 00:00 1975 ნახვა

13 ათას 64 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობის საწყისი ღირებულება 4 მილიონ 500 ათას ლარი იქნება. ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შენობის გასხვისება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ რეგიონში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით გადაწყვიტა. მწვანე კონცხზე არსებული შენობა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკუთვნის. ის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელია.  როგორც უმაღლეს სასწავლებელში აცხადებენ შენობა სასწავლო პროცესისთვის გამოუსადეგარია რადგან ის ამორტიზებულია. კორპუსის სანაცვლოდ აჭარის მთავრობა მათ ლეონიძის ქუჩაზე ყოფილი ელექტრო მექანიკური ქარხნის ტერიტორიას სთავაზობს, სადაც სასწავლო კორპუსი და საერთო საცხოვრებელი აშენდება. რაც შეეხება სტუდენტებს, რომელებიც ამ დროისთვის ყოფილი სასოფლოს ინსტიტუტის შენობაში ცხოვრობენ, მათ მეტაქსას ქუჩაზე არსებულ ენდოკრინოლოგიური საავადმყოფოს შენობაში გადაიყვანენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი