„ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატში უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

26 ნოემბერი 2022, 17:06 514 ნახვა

კიევში ერთმანეთს უკრაინის, პოლონეთისას და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრები შეხვდნენ. მოლაპარაკებები „ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატში გაიმართა.

დენის შმიგალის თქმით, შეხვედრაზე კოლეგებთან ერთად უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ისაუბრეს და დაგმეს რუსეთის თავდასხმები. 

ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატში  შეხვედრის შემდეგ,- სამი ქვეყნის პრემიერ- მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, ლიეტუვა და პოლონეთი ადასტურებენ მზადყოფნას, გაააქტიურონ დისკუსია ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი