ბათუმის ბიუჯეტის საჯარო განხილვა იწყება

25 ნოემბერი 2022, 11:31 533 ნახვა

ბათუმის  2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები   ორშაბათს გონიო-კვარიათის და აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეულებიდან  იწყება. მერიის ინფორმაციით, შეხვედრებს მოსახლეობა და დაინტერესებული პირები დაესწრებიან. 

შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბათუმის მერი ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვარიანტს საკრებულოს დასამტკიცებლად 10 დეკემბრამდე წარუდგენს. ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით 280 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 

მერიის ინფორმაციით, ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მოვლა-შენახვა, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე სკვერებისა და პარკების მოვლა პატრონობაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი