შპს "ლიდერის“ ხორცპროდუქტებში განმეორებითი ლაბორატორიული კვლევისას ცხენის და ვირის ხორცი კვლავ გამოვლინდა

21 ნოემბერი 2022, 13:07 1888 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერს“ (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა.

16 ნოემბერს, განმეორებითი კვლევისთვის აღებულ ხორცპროდუქტების ნიმუშებში ცხენისა და ვირის დნმ-ი კვლავ გამოვლინდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევა გრძელდება.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი