კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ

21 ნოემბერი 2022, 11:00 500 ნახვა

"ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ" - ამ სახელწოდების საკანონმდებლო პაკეტს "ნაციონალური მოძრაობა"  ბიუროს სხდომაზე დააინიცირებს.

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, მათი დოკუმენტი მნიშვნელოვნად განსხვავდება უმრავლესობის მიერ მოწონებული ანალოგიური კანონპროექტისგან და ამტკიცებენ, რომ მისი მიღების შემთხვევაში ქვეყანა ნებისმიერი ოლიგარქისგან დაცული იქნება. ოპოზიურ პარტიებს, კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ და შესაბამისად უცნობია რამდენად ექნება დოკუმენტს მათი მხარდაჭერა.

ამბობენ, რომ ახლა პრიორიტეტული სასამართლო და მართლმსაჯულების რეფორმების განხორციელებაა, რადგან მოხდეს დეოლიგარქიზაციის კანონის აღსრულება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში