ქალაქ ვოლნიანსკში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეული შენობიდან კიდევ 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„დილის მონაცემებით, კიდევ 2 გარდაცვლილი იპოვეს. ამგვარად, საცხოვრებელი სახლებისკენ გასროლილი რაკეტებით დაღუპული 9 ადამიანი ამოყვანილია“, - აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.