სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 20 ნოემბერს გაიმართება

18 ნოემბერი 2022, 12:37 861 ნახვა

ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“  უმასპინძლებს. ერთი დღით, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი. წელს ფესტივალის მთავარი თემა აჭარული ნაქარგობები  იქნება, რომლის დეკორაციებითაც გაფორმდება საფესტივალე სივრცე.  მთელი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს  საშუალება  ექნებათ  მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების,  ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში.    

„განდაგანა“-ს  ფარგლებში ასევე მოეწყობა კულინარიული შეჯიბრება. ფესტივალის ორგანიზატორები არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდებიან სტუმრებს.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი