თბილისში, 40 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

18 ნოემბერი 2022, 10:16 866 ნახვა

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე მოკლული 40 წლამდე ქალია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მოკლულის მეგობარი მამაკაცია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ს.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლად გაცნობილ ქალს - 1986 წელს დაბადებულ შ.ღ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ს.ა. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი