ხულოს მერიამ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის 200 000 ლარიანი საგრანტო დაფინანსება მოიპოვა. თვითმმართველობამ აღნიშნული თანხის ნაწილით შეიძინა ახალი რეანომობილი, რომელიც მალე შესაბამის სამსახურს გადაეცემა. ემპარდ სამის საგრანტო პროექტით დაფინანსებული თანხით მერიამ ასევე ორი საბავშვო ბაღის თბოიზოლაცია მოაწესრიგა. თბოიზოლაციისა და წყალგამაცხელებლის მონტაჟისთვის მთლიანობაში 100 ათასი ლარი გაითვალისწინა. ქედლებისა და დაბა ხულოს სკოლამდელი დაწესებულების ფასადები შესაბამისი აღჭურვილობით შეიმოსა, რომელიც დაწესებულების უკეთესად გათბობას უზრუნველყოფს.