2023 წლის ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში

17 ნოემბერი 2022, 11:39 498 ნახვა

2023 წლის ბიუჯეტის   მუხლობრივი მსჯელობა დღეს სესიაზე იგეგმება. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ორგანოსთვის უცვლელად დაბრუნებულ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატები ფინანსთა მინისტრის ერთად დეტალურად განიხილავენ, რის შემდეგაც პროექტი მთავრობას შენიშვნებით და რეკომენდაციებით კვლავ უკან გადაეგზავნება.  

პირველადი ვერსიით, ბიუჯეტი 21 მილიარდ 302 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლიდან იზრდება პენსიები, პედაგოგების, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები.

ასევე იმატებს განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაც.  2023 წლის ბიუჯეტი დეკემბერში უნდა დამტკიცდეს.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი