''ფეხბურთის ფედერაციისთვის მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფორმა'' - სფფ

14 ნოემბერი 2022, 16:34 5249 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ლიგის 35-ე ტურში, ''დინამო'' ბათუმისა  და წყალტუბოს ''სამგურალს'' შორის მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

"ფეხბურთის ფედერაციისთვის მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფორმა, რაც მატჩის დასრულების შემდეგ გამოვლინდა სტადიონის ტრიბუნებსა და მოედანზე. მათ შორის, მსაჯზე თავდასხმა, მოედანზე შევარდნა, ფიზიკური შეურაცხყოფა, ვანდალიზმი და სხვა. სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტი, მომხდარს როგორც ოფიციალური პირების მოხსენების, ისე არსებული კადრებისა და ფაქტების საფუძველზე გამოიძიებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ინციდენტში ჩართული ყველა პირის მიმართ''. - წერია განცხადებაში.

35-ე ტურში ''დინამო'' ბათუმი შინ ''სამგურალთან'' 1-2 დამარცხდა და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი დაკარგა

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში