სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამენ მსოფლიო ლიდერები. მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, საბერძნეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრები, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.
ისინი ღრმა მწუხარებას გამოხატავენ მომხდართან დაკავშირებით, უსამძიმრებენ დაღუპულთა ოჯახებს, თანადგომას უცხადებენ თურქეთს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებენ.