საქართველო აგრძელებს ევროსაბჭოს რეკომენდაციებზე მუშაობას. ერთერთი დეოლიგარქიზაციის კანონია, რომელსაც პარლამენტარებმა მიმდინარე კვირას სესიაზე მეორე მოსმენით უნდა უყარონ კენჭი, დღეს კი ცვლილებებზე ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.
ოპოზიციის ნაწილი მის მხარდაჭერას არ აპირებს და თვლის, რომ "ქართული ოცნება" ოლიგარქიას სწორად ვერ იაზრებს და წარმოდგენილ დოკუმენტში საქართველოში არსებული რეალობა გათვალისწინებული არ არის.
უფრო მეტიც, მათი თქმით, ის სადამსჯელო ინსტრუმენტი გახდება, რაც კიდევ უფრო გაართულებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. მმართველ გუნდში კი საპირისპიროდ ფიქრობენ.