ავიაკატასტროფა აშშ-ში

13 ნოემბერი 2022, 10:16 467 ნახვა

აშშ-ს საჰაერო ძალების Wings Over Dallas-ის სამახსოვრო შოუს დროს, დალასის აეროპორტში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, ორი ვინტაჟური სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს ჰაერში შეეჯახა.

აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, შეჯახება ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:20 წუთზე  მოხდა. უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავში, მაგრამ წინასწარი ცნობებით, ე.წ. ავიაშოუს 2 ადამიანი ემსხვერპლა. 

პილოტთა ასოციაციამ, რომელიც წარმოადგენს American Airlines-ის პილოტებს, თქვა, რომ ტერი ბარკერი და ლენ რუტი - მისი ორი ყოფილი წევრი - იმ ადამიანებს შორის იყვნენ, ვინც შეჯახებისას დაიღუპნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი