გერმანიის კანცლერის განცხადებით რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით დასრულება შეუძლებელია. ოლაფ შოლცი ომის ამ გზით დამთავრებას სკეპტიკურად უყურებს და აღნიშნავს, რომ პუტინმა დაბრკოლება შეუქმნა ორ ქვეყანას შორის ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც ადრე მოლაპარაკებების კუთხით ხდებოდა.
შოლცი განმარტავს, რომ დიქტატორული სამყარო ვერ იარსებებს და ეს რუსეთის პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს.