ბათუმმა მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა

12 ნოემბერი 2022, 11:33 443 ნახვა

ბათუმი არა მხოლოდ ევროპის, ახლა უკვე მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტულ მიმართულებაა. World Travel Awards“-ის ევროპის კონკურსის შემდეგ, ბათუმმა  მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე ისეთი ქვეყნების ქალაქებს გაუწია კონკურენცია, როგორებიცაა საფრანგეთი, იაპონია, კოლუმბია, მექსიკა, ლაოსი, ურუგვაი, ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდია. ბათუმისთვის ეს პირველი ჯილდოა, რომელიც ქალაქმა ტურიზმის ოსკარის მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე მიიღო. ომანში გამართულ მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დაესწრნენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში