როდის და რა ფორმით ჩატარდება ნაციონალურ მოძრაობაში ახალი თავმჯდომარის არჩევნები. სწორედ ამ საკითხებზე პარტიაში კონსულტაციები უკვე დაიწყეს. ბოლო მოცემულობით, უკვე გამოკვეთილია სამი კანდიდატი, რომლებიც ვიცით, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებენ: მოქმედი ხელმძღვანელი ნიკა მელია, ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძე და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე. როგორც იცით, შიდა პარტიული არჩევნების ყველა დონეზე ჩატარებას ენმ-ს ერთი ნაწილი პარტიის გაძლიერების აუცილებლობით ხსნის.