ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში ''დინამო'' თბილისმა საკუთერ მოედანზე ''თელავს'' ფრედ 1-1 ეთამაშა და მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგა.
21-ე წუთზე კირკიტაძის გადაცემის შემდეგ ომარ იმრანმა თბილისელები დააწინაურა და პირველი ტაიმი ''დინამოს'' გამარჯვებით დასრულდა.
50-ე წუთზე ''დინამო'' თბილისის კარში თერთმეტმეტრიანი ბექა ქავთარაძემ ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში 1-1 დააფიქსირა.
ამ დროისთვის ჭიაბრიშვილის გაწვრთნილ დედაქალქელებს 76 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან.
73 ქულით მეორე ადგილზე მყოფი ''დინამო'' ბათუმი 12 ნოემბერს შინ წყალტუბოს ''სამგურალს'' უმასპინძლებს.
ამ მატჩში გეგუჩაძის გუნდის გამარჯვების შემთხვეაში ''დინამო'' ბათუმი პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.