ცვლილებებს ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებას ასახავს, ევროპარლამენტში, საგარეო კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილავენ. 121 გვერდიანი დოკუმენტის ნაწილი შესწორებებია, სადაც დეპუტატები ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის და რუსეთთან კავშირების შესწავლას სთხოვენ. გარდა ამისა, დოკუმენტში ცვლილებების ერთი ნაწილი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასაც ეხება.