ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მსოფლიო ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოვა

08 ნოემბერი 2022, 12:00 629 ნახვა

გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე  საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი კლიმატის ცვლილებით განპირობებული გამოწვევების დაძლევის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას.

გაეროს კლიმატის კონფერენციის ლიდერთა სამიტი შარმ-ელ-შეიხში ოფიციალურად გუშინ გაიხსნა.

შეხვედრაზე აქცენტი მსოფლიოში კლიმატის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კეთდება.სამიტს 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, არიან საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხემძღვანელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი